დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში
მომწოდებელი: თეგეტა აკადემია
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
"თეგეტა აკადემია" აცხადებს კონკურსს ახალი თანამშრომლების შერჩევისა და მიღების მიზნით გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ "თეგეტა აკადემიაში" და მიიღოთ გარანტირებული სამსახური

"თეგეტა აკადემია" ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.

სასწავლო პროცესის აღწერა:

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ სამ თვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია "თეგეტა მოტორსის" პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას "თეგეტა მოტორსის" ფილიალებში თბილისის მასშტაბით.
სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.

სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია "თეგეტა მოტორსის" მიერ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება; ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** აუცილებელია საავტომობილო სფეროში მუშაობის სურვილი;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** მანქანათმშენებლობის, ინჟინერიის და სხვა ტექნიკურ სფეროში მიღებული ნებისმიერი სახის განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია რუსული ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან/და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** MS Office - ის პროგრამების და საძიებო სისტემების მოხმარების ცოდნა/გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: tegetaacademy@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2017 წლის 30 დეკემბრისა.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე