IT პროექტების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT პროექტების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Asseco Georgia
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
საერთაშორისო IT კომპანია ASSECO ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა "ასსეკო საქართველოს" სახელით და ლიდერი პოზიცია დაიკავა როგორც პროგრამული გადაწყვეტილებების, ისე IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის. ასსეკოს მასშტაბური და კომპლექსური პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს საფინანსო, განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და სხვ. სფეროებში. ასსეკოს მონაწილეობით განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო სერვისების ავტომატიზაცია და ელექტრონული მომსახურების დანერგვა.

ასსეკო ამჟამად 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჩვენთან 21 000 - ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული. ასეკოსთვის ძლიერი გუნდის შექმნა არის უმთავრესი მიზანი. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, ვუზრუნველყოფთ გრძელვადიან სამუშაო სტაბილურობას, ვფიქრობთ თანამშრომლის ჯანმრთელობასა და პირად კომფორტზე, ვუქმნით კარგ სამუშაო ატმოსფეროსა და გუნდურ გარემოს.

პოზიცია: IT პროექტების მენეჯერის ასისტენტი

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ამოცანების განსაზღვრა და მართვა
** პროდუქტის ფუნქციონალის და თვისებების დოკუმენტის ჩამოყალიბება
** ვებ დიზაინერთან კოორდინაცია
** პროდუქტის ფეისბუქ გვერდის მართვა
** პროდუქტის მომხმარებელთან ურთიერთობა (Email, Facebook)
** პროდუქტის პრეზენტაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალურად, რუსული ენის ცოდნა სასურველია
** MS Office -ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება
** დროის სწორად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** საინტერესო და ახალი გამოწვევებით აღსავსე სამუშაოს
** კვალიფიცირებულ გუნდთან მუშაობას
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (სხვადასხვა ქვეყნიდან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
** მუდმივ განვითარებას
** შერჩეული ტრენინგების დაფინანსებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** სადაზღვევო პაკეტს

თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, მიიღოთ დიდი გამოწვევები და იმუშავოთ საინტერესო ტექნოლოგიურ გარემოში, გაეცანით ვაკანსიის დეტალებს და გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ბმულზე: https://asseco.recruiterbox.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 4 იანვარი

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე