სესხის ოფიცერი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სესხის ოფიცერი - რეგიონები
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ბანკის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: სენაკი/ხობი/ფოთი/ჩოხატაური/ქედა/ხულო/ლანჩხუთი/ოზურგეთი/ ქობულეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

პირობები აღნიშნული მიმართულებით უწყვეტი 1-წლის გამოცდილების მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა 1-დან 3 თვემდე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან 375 ლარი;
** ანაზღაურება 3 თვის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 250 დოლარი;
** ანაზღაურება 6 თვის შემდეგ 800-1300 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

პირობები სამუშაო გამოცდილების არ მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა 1-დან 3 თვემდე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან 125 ლარი;
** პრაქტიკანტობის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა;
** სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
** საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
** საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
** ნებისმიერი სამუშაო გამოცდილება განიხილება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** პრაქტიკის გავლის შემდეგ აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 3 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე