დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 29 დეკ
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ცვლაში 24 სთ 4 დღეში ერთხელ

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** სამუშაო ჯგუფების მართვა და კონტროლი;
** სამუშაო ჯგუფების და შესაბამისი ტექნიკის სწორი და დროული განაწილება;
** ტრანსპორტის მოძრაობის ონლაინ რეჟიმში კონტროლი;
** დაგეგმილი და გაწეული სამუშაობის პროგრამაში დროული და ზუსტი ასახვა;
** რეგულარული რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავსი ტიპის სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა,
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2017 წლის 29 დეკემბრისა. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე