უმცროსი ERP ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი ERP ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 29 დეკ
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ERP ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 - 18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების მონიტორინგი;
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების ანალიზი/აღმოფხვრა ან შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
** პროგრამული ბიზნეს პროცესების მონიტორინგი;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა/განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (1C, Dynamics Nav, Sap Business One, Dynamics Ax);
** სასურველია ბიზნეს აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** სასურველია SQL ბაზების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კოლეგიალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2017 წლის 29 დეკემბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე