შეკვეთებისა და კალკულაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შეკვეთებისა და კალკულაციის მენეჯერი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
კლინიკა მედი აცხადებს ვაკანსიას შეკვეთებისა და კალკულაციის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ფიზიკა-მათემატიკური განხრით;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის დათვლა;
** კალკულაციების წარმოება მომსახურების მიხედვით და ნაშთების კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებელებთან ურთიერთობა;
** ახალი მომწოდებლის მოძიება;
** შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების მომზადება და მონიტორინგი;
** წარმოების გრაფიკების შედგენა, ვადების კონტროლი;
** ფასთა შედარება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების კონტროლი;
** კალკულაციებზე მუშაობა, მასალების კალკულაციების შეცვლა/ჩასწორება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge არაუგვიანეს 20 დეკემბრამდე

გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემის დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება, მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 კვირის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე