სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, კახეთი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 23 დეკ
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში და კახეთის რეგიონზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული. 9:30-დან 18:00-მდე; ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება - ორგანიზება ჩატარება
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება- რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ აუცილებელია არ არის

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა სტრესულა სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმეგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა

პირობები:

** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
** საწყისი ანაზღაურება: კონკურენტული
** საგამოცდო პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება, ყოველთვიური და კვარტლური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე
** სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: LLine@mail.com 23 დეკემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე