ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის პერსონალის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** მენეჯმენტის მიერ ფილიალისათვის განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ფილიალის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; არსებული პრობლემების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება,
** მენეჯმენტისათვის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** სალაროსა საქმიანობის კოორდინაცია;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული და ვადაგასული სესხების კონტროლი;
** კომპანიის პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; ამ მიზნით პრომო-აქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში კლიენტების მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** პერსონალური ბანკირის ან/და პირადი ბანკირის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო / გაყიდვების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;

სხვა მოთხოვნები:

** პერსონალის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** შესაძლებლობების დანახვის უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 31/12/2017.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე