ტრეინინგი სექსუალური განათლების საკითხებზე
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრეინინგი სექსუალური განათლების საკითხებზე
მომწოდებელი: ქალთა საერთაშორისო ქსელი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / განახლდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 14 დეკ
ტრეინინგი სექსუალურ განათლების საკითხებზე ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისა და მედია-კომუნიკაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის.

ქალთა საერთაშორისო ქსელი (WIN) ახორციელებს პროექტს "ყველაფერი შენ შესახებ", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.

პროექტზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.allaboutyou.ge

პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 22-24 დეკემბერს, გაიმართება ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისა და მედია-კომუნიკაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, რომლის მიზანია სექსუალური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საკითხის სწორად გაშუქების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ადვოკატირების გეგმის შემუშავება და საჭირო რესურსების გაცნობა.

ტრეინინგის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** რას მოიცავს პროექტი "ყველაფერი შენ შესახებ" და როგორ შეიძლება ჟურნალისტებისა და ბლოგერების ჩართულობის გაზრდა?
** რა არის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება?
** რა მითები და სტერეოტიპები არსებობს საკითხის გარშემო და როგორ დავძლიოთ ისინი?
** როგორ შეუძლიათ მედია-კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლებს ჩაერთონ სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმაში?
** რა გამოწვევები არსებობს დღეს სექსუალურ განათლებაში?
** რა სახის გამოცდილება არსებობს სექსუალური განათლების კუთხით სხვა ქვეყნებში?

ტრეინინგი გაიმართება თბილისში, 22-24 დეკემბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასწრება სავალდებულოა ტრეინინგის სამივე დღეს.
ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ამ ბმულზე

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 14 დეკემბერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

winwomenorg@gmail.com
http://www.facebook.com/allaboutyou.ge/
http://www.allaboutyou.ge
Tel: +995599959020
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე