გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 14 დეკ
ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ სხვადასხვა რაიონში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისსა და რაიონებში.

** თბილისი: გლდანი, ავჭალა, წყნეთი, ფონიჭალა, ნაძალადევი,
** ვარკეთილი (ისთ ფოინთის ტერიტორიაზე მდებარე ს/ც-სთვის).
** აჭარა: ბათუმი, ქობულეთი.
** იმერეთი: ქუთაისი, საჩხერე, ჭიათურა, წყალტუბო.
** სამეგრელო: ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, აბაშა.
** გურია: ოზურგეთი.
** შიდა ქართლი: გორი.
** სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ახალციხე.

შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ საშუალება მცირე დროში გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

** ლიბერთი ბანკის ფილიალებში პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
** პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით საკრედიტო პროდუქტების განაცხადის შევსება და სხვა აუცილებელი პროცედურის შესრულება;
** ყოველთვიური - ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება / დამამათავრებელ კურსის სტუდენტი (სასურველია - საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები)
** კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
** კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** სისხარტე
** აზროვნების სისწრაფე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

გაითვალისწინეთ: გასაუბრება ჩატარდება ბათუმსა და ქუთაისში (ტერიტორიული სიახლოვის მიხედვით).

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი.
** ანაზღაურება: გამომუშავებული ბონუსები (დეტალური ინფორმაცია მოგეწოდებათ გასაუბრების პროცესში).
** ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი არის უფრო მაღალ პოზიციაზე დაწინაურების რეალური შანსი მცირე დროში (მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 10 თვეში).

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე