გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტ ელევატორი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
ლიფტებისა და ამწე საშუალებების კომპანია "ელიტ ელევატორი"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტში სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება
** პროდუქტის პრეზენტაცია, პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქტების შეთავაზება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და წარმოება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების პროცესის მართვა და შესაბამისი ანგარიშების/ანალიზის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** უცხო ენების ფლობა სავალდებულო არ არის;
** საოფისე, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, PowerPoint, MS Excel).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნება და ლოგიკურად მსჯელობის უნარი;
** გამართული საუბრის მანერა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული/ყოველთვიური 250 ლარი, ულიმიტო სალაპარაკო და მაღალი ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levbregvadze@gmail.com "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე