ტენდერი სათაო ოფისის ფასადისა და ტერიტორიის განახლებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სათაო ოფისის ფასადისა და ტერიტორიის განახლებაზე
მომწოდებელი: კავკასუს ონლაინი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 14 დეკ
თანდართული ფაილი: 160183-co-tender.zip
შპს "კავკასუს ონლაინი" აცხადებს ტენდერს: სათაო ოფისის ფასადის და ტერიტორიის განახლება.

სამუშაოს აღწერილობა: მისამართზე "თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. #160" არსებული შენობის ექსტერიერის, ჭიშკრის და ეზოს განახლება.

სატენდერო შემოთავაზებით წარსადგენი დოკუმენტების სია:

** შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (ეროვნულ ვალუტაში, დ.ღ.გ.-ს ჩათვლით), ანგარიშსწორების პირობის და სამუშაოების შესრულების ვადების მითითებით;
** მსგავს პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ესკიზები, ფოტომასალა და ა.შ.);
** ზუსტი საკონტაქო ინფორმაცია.

ვადები:

** სატენდერო საბუთების მოწოდება: ა.წ. 14 დეკემბერს, არაუგვიანეს 15:00 სთ-სა (ობიექტის ადგილზე გაცნობის მიზნით, აპლიკანტებს შეუძლიათ მობრძანდნენ მითითებულ მისამართზე ა.წ. 7 და 8 დეკემბერს 15:00 სთ-ზე);
** ტენდერში გამარჯვებულისთვის შეტყობინება: არაუგვიანეს ა.წ. 15 დეკემბრის 18:00 სთ-სა.

სატენდერო განცხადებაზე დართული დოკუმენტები:

** სამუშაოების ჩამონათვალი "CO_Renovation_Facade_SoW";
** ფასადის პროექტი "CO_Facade_Project";
** ჭიშკრის ესკიზი "CO_Gate".

დამკვეთის მხრიდან საკონტაქტო პირები:

ალექსი ბარბაქაძე +(995 577)208-030
ოლეგ ტომილინი +(995 577)208-056
დავით გუნცაძე +(995 577)385-383

გთხოვთ, სატენდერო შემოთავაზება მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის ქ. #160 ("საქართველოს რკინიგზის" მოპირდაპირედ), მე-2 სართ., ოთახი 207 (კანცელარია).
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე