მარკეტინგის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (მარკეტინგი; ბიზნესის ადმინისტრირება; ფინანსები; ეკონომიკა);
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა სასურველია;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სავალდებულოა MS Excel, 1c პროგრამების კარგი ცოდნა;
** ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** დიაგრამების შექმნა და PowerPoint-ში მათი ინტეგრირება;

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, მარკეტინგული გამოკვლევების ჩატარება;
** მარკეტინგის და გაყიდვების ტენდენციების პროგნოზირება, მონაცემების ანალიზი;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან მოძიებული ფინანსური და კომერციული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** სტანდარტული და სპეციფიური ანალიზის მოდელებისა და ანგარიშების შექმნა და წარმოება;
** აქტიური ჩართულობა მარკეტინგული სტრატეგიებისა და კომპანიების დაგეგმვასა და შეფასებაში, ყველა მიმართულებით;
** მარკეტინგული ანალიზის საფუძველზე, გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების პროგნოზირება;
** მარკეტინგული აქტივობების, რეკლამების, აქციების და მომხმარებლებთან კომუნიკაციის სტრატეგიების ეფექტურობის გაზომვა;
** კომპანიის ბაზარზე პოზიციონირებისთვის ინფორმაციის მოძიება და მიწოდება;
** კონკურენტების შესახებ მონაცემების შეგროვება, ფასების, გაყიდვების და მარკეტინგის მეთოდების ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი;
** მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვასა და ანალიზში ჩართულობა.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალობა
** პრინციპულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიზის კარგი უნარი
** კომუნიკაბელურობა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ანალიტიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე