ტენდერი ორგანიზაციის შესარჩევად, დებატების ჩასატარებლად
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ორგანიზაციის შესარჩევად, დებატების ჩასატარებლად
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 12 დეკ
თანდართული ფაილი: 160165-wv-app.zip
"World Vision საქართველო" აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის შესარჩევად დებატების ზამთრის სკოლის ჩასატარებლად.

მდებარეობა: კახეთი
დაწყების თარიღი: იანვარი, 2018
დასრულების თარიღი: თებერვალი, 2018
სავარაუდო თარიღებია: 18-22 იანვარი

ზოგადი ინფორმაცია:

World Vision საქართველოს 2014-2018 წლების ეროვნული სტრატეგია აღიარებს, რომ ახალგაზრდები არიან ცვლილების კატალიზატორები ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ, და საერთაშორისო დონეებზე. ახალგაზრდების (მათ შორის სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ფენების) ჩართვა ახალგაზრდულ საქმიანობაში ხელს უწყობს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

ამდენად, World Vision საქართველო 2014-2018 წლების ეროვნულ სტრატეგიაში პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდების გაძლიერებას. ახალგაზრდებთან დაკავშირებით ორგანიზაციის სტრატეგიული მიზანია: ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ზრდა პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად ყველა დონეზე.

World Vision საქართველო მუშაობს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში (იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო) და თბილისში.

სამიზნე თემებში სტრატეგიული მიზნის მისაღწევად"ვორლდ ვიჟენ საქართველო" მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი გახლავთ ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა დებატებში აქტიური მონაწილეობის მიღების გზით. კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა 4 წელია მუშაობს აღნიშნული მიმართულებით. აჟამად პროგრამის ფარგლებში 6 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს დებატ კლუბი, ხოლო 2 სკოლაში ჩასმულია, როგორც დამატებითი მომსახურების საგანი. ამ ხნის განმავლობაში გამართულია არაერთი საჯარო დებატი (საგანმანათლებლო ცენტრებსა და სამინისტროებში) და ტურნირები, როგორც რეგიონალურ ისე ეროვნულ დონეზე.

მიზანი:

დებატების ზამთრის 3 დღიანი სკოლის გამართვა 80 მონაწილისთვის (72 მოსწავლისთვის და 8 პედაგოგი) კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის სამინზე თემებიდან, რომლის მიზანია ახალგაზრდების და პედაგოგების კომპეტენციების გაზრდა, როგორც დებატების ტექნიკაში, ისევე სადებატო თემასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის ვალდებულებები:

** დებატების ზამთრის 3 დღიანი სკოლის გამართვა 80 მონაწილისთვის (72 მოსწავლისთვის და 8 პედაგოგი) კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის სამინზე თემებიდან.
** საგაკვეთილო პროცესის დაგეგვმა და ჩატარება ინდივიდუალურად მასწავლებლების მიერ (განხილვა და შეფასება) გაკვეთილების ფორმატები / სწავლების ხერხები, მეთოდების გაზიარება
** ზამთრის სკოლისთვის საჭირო მასალების წინასწარ მომზადება და ორგანიზაციისთვის გაზიარება (სატრენინგო საბეჭდი მასალები პედაგოგებისთვის, ბავშვებისთვის)
** ტურნირისთვის მომზადება (ლაბორატორული მუშაობა ადგილზე გუნდებთან)
** ტურნირის გამართვა.

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

აღნიშნულ პოზიციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

** დებატების ტექნიკის სწავლების და ტურნირის გამართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** რეგიონებში მუშაობის გამოცდილება;
** სადებატო თემის დამუშავება / საკვლევი პაკეტის გამზადება და მონაწილეთა უზრუნველყოფის გამოცდილება
** აღნიშნული მასშტაბის ღონისძიებისთვის საჭირო რაოდენობის მწვრთნელების/ მსაჯების/ თანამშრომელთა მობილიზების შესაძლებლობა

ანაზღაურება: შერჩეული ორგანიზაციის ანაზღაურება განისაზღვრება წარმოდგენილი ბიუჯეტის მიხედვით.
შერჩევა: ორგანიზაცია შეირჩევა გამოცდილების, საკვანძო პერსონალის კვალიფიკაციის და ბიუჯეტის საფუძველზე.

ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია:

ირაკლი გიორბელიძე
World Vision საქართველო
დ. აღმაშენებლის გამზ. 61, სართული, თბილისი
ტელ: 215 75 15

თამარ მეგუთნიშვილი
World Vision საქართველო
კახეთი, თელავი
ძმები პაპუაშვილების #13
577 115 026

წარმოსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** კომპანიის რეგისტრაციის ფორმა, თანდართული ფორმის მიხედვით;
** საკვანძო პერსონალის CV;
** დეტალური ბიუჯეტი;
** ცნობა, რომ კომპანიას არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ;
** ცნობა, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეოგრანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესი;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი;
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (გთხოვთ მიუთითოთ კომპანიის სახელი და თანამდებობა).
** განაცხადების წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში.

დალუქული კონვერტები უნდა წარმოადგინოთ ვორლდ ვიჟენის ოფისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: 61, აღმაშენებლის გამზ. II სართული, თბილისი, საქართველო.

დალუქული კონვერტების წარმოდენის საბოლოო ვადაა 12 დეკემბერი, 2017 წელი, 12:00. გთხოვთ, კონვერტის გარეთა მხარეზე დააწეროთ ტენდერის დასახელება: "ტენდერი - დებატები".
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე