მძღოლი-ექსპედიტორის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორის დამხმარე
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს უკრაინული საკონდიტრო ბრენდის ROSHEN-ის ოფიციალურ, ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში.

"ბიდი კომპანი" აცხადებს მძღოლი-ექსპედიტორის დამხმარის დროებით ვაკანსიას.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი - თბილისი.
** დასაქმების პერიოდი - 1 თვე (31 დეკემბრის ჩათვლით).
** ანაზღაურება - ფიქსირებული.
** პერსპექტივა - შემდგომი დასაქმება სტაბილურ სამუშაოზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მძღოლი-ექსპედიტორისთვის დახმარების გაწევა შემდეგ საქმიანობებში:
** პროდუქციის მითვლა საწყობიდან ზედნადების მიხედვით;
** პროდუქციის დატვირთვა დისტრიბუციის მანქანაზე;
** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** ენერგიულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge და 15 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე