ანესთეზიოლოგიისა და ანესთეზიის მიმართ. ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანესთეზიოლოგიისა და ანესთეზიის მიმართ. ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიოლოგიისა და ანესთეზიის შემდგომი მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამტრედია, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მისი მიმართულებით პაციენტების სწორი და კვალიფიციური მკურნალობა, არსებული სტანდარტებისა და კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად;
** მიმართულებაში მყოფ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიღება (შემოვლა), ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთება და ეტაპობრივი ეპიკრიზების შედგენა;
** სამედიცინო ისტორიების წარმოებისა და მათი არსებულ გაიდლაინებთან/პროტოკოლებთან შესაბამისობის კონტროლი; დაქვემდებარებულ პერსონალის საქმიანობის უშუალო კოორდინირება და კონტროლი. ფუნქციების, შესასრულებელი სამუშაოს რაციონალურად გადანაწილება, სათანადოდ და დროულად შესრულების კონტროლი;
** რთული და არასტანდარტული შემთხვევების დროული იდენტიფიკაცია და მკურნალობის სწორი სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვის უზრუნველყოფა;
** მიმართულების პაციენტების შიდა ჰოსპიტალური მოძრაობის და სხვა კლინიკაში ტრანსპორტირების შესაბამისობის კონტროლი (რეფერალი);
** სამედიცინო ცენტრში მიღებული, ბეჭდვითი თუ სიტყვიერი გადაწყვეტილებების/ინფორმაციის (ბრძანებები, გაიდლაინები/პროტოკოლები, მიღებული გადაწყვეტილებები, ა.შ.) დროული გავრცელება და განხორციელების მონიტორინგი;
** კლინიკური სტანდარტების და შიდა პროტოკოლების დანერგვაში მონაწილეობა. მიმართულების სამედიცინო საქმიანობის წარმართვა სტანდარტების, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით;
** სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების ხელშეწყობა და პაციენტთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** პერსონალის საქმიანობის შედეგების ყოველთვიური ანგარიშების მომზადების კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება, მათ შორის, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** პაციენტის გადაუდებელი მდგომარეობის მართვისთვის საჭირო ყველა მანიპულაციის ფლობა;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის სათანადო უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სისხარტე და ოპერატიულობა, გუნდური მუშაობის, კომუნიკაბელურობის და დაძაბულ სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამტრედია - ანესთეზიოლოგიისა და ანესთეზიის შემდგომი მიმართულების ხელმძღვანელი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 04 იანვარი, 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე