გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Geosm
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 2000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სრული სამუშაო დღე 10:00 - 19:00; 1 დღე ნახევარი განაკვეთით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
** გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება
** მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
** კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
** ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოტივირებული;
** შრომისმოყვარე;
** თავაზიანი;
** მოთმინების უნარის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2017 წლის 30 დეკემბრისა შემდეგ მისამართზე: archil@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე