კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 10 თებ
საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო)
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე. საგამოცდო პერიოდის შემდეგ კი ანაზღაურება ზრდადია. ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2018 წლის 10 თებერვლამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე