სამედიცინო წარმომადგენელი, ოპერატორი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი, ოპერატორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ვიტ ჯორჯია ფარმი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
ფარმაცევტული კომპანია შპს "ვიტ ჯორჯია ფარმი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი და რეგიონები (იმერეთი, აჭარა, სამეგრელო)

პირობები: მზარდი ანაზღაურება, სოციალური პაკეტი (მობილური კავშირის კორპორატიული ტარიფი, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯების საკომპენსაციო თანხა, ბონუსი).

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება: მედიცინის ან პედიატრიული ფაკულტეტი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
** უცხო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი.
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ასაკი: 35 წლამდე.

2. ოპერატორი - თბილისი

სავალდებულო მოთხოვნები:

** სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა
** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 19-დან 30 წლამდე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მათემატიკური აზროვნების უნარი.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სამუშაო სპეციფიკაციასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა და ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტურად მართვა.

დადგენილი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9.00-დან 18.0 სთ-მდე, შაბათი 9.00-დან 14.00 სთ-მდე.
ორგანიზაციული საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამუშაო გრაფიკში ცვლილებების შეტანა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება!) შემდეგ ელ. მისამართზე: witgeorgia@hotmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე