ტოტალიზატორის მოლარე, სლოტის მოლარე - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტოტალიზატორის მოლარე, სლოტის მოლარე - ოზურგეთი
მომწოდებელი: europebet
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 16 დეკ
"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. ჩვენს მიზანსა და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შევქმნათ კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა "ბეთსონ ჯგუფს" ("Betsson Group"; დაფუძნებული შვედეთში, სათავო ოფისი განთავსებულია მალტაზე; ოფისები ასევე მდებარეობს სტოკჰოლმში, ტალინში, თბილისსა და ლონდონში). "ბეთსონ ჯგუფი" 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

კომპანია "ევროპაბეთის" ოზურგეთის სათამაშო აპარატების სალონში (სლოტ-კლუბი) აცხადებს ვაკანსიებს სარეზერვო თანამშრომლების შესარჩევად.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ოზურგეთი, გ. ეპისკოპოსის ქ. 2.
სამუშაო განაკვეთი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი.
ანაზღაურება: ფიქსირებული დღიური; ნამუშევარი დღეების რაოდენობის მიხედვით
ასაკი: 18 წლიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 16 დეკემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "სლოტის მოლარე - ოზურგეთი" ან "ტოტალიზატორის მოლარე - ოზურგეთი" წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი ვერ განიხილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს ასევე შეგიძლიათ დაბეჭდილი რეზიუმე დატოვოთ ფილიალში, ან ადგილზე შეავსოთ აპლიკაცია.

1. ტოტალიზატორის მოლარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის იმიჯის/მომსახურების სტანდარტის დაცვა და მომხმარებელთა მომსახურება;
** ფულადი ოპერაციების წარმოება ყველა ვალუტაში სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების და საჭიროების შესაბამისად მის სამუშაო ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** სრული საშუალო განათლება, (უმაღლესი განათლება საფინანსო, ან ბუღალტრული განხრით ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად);
** მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სლოტში/სამორინეში მუშაობის გამოცდილება მოლარის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი (რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა);
** კარგი კომუნიკაციური უნარი;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისებისა და გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წარმატების მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

2. სლოტის მოლარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის იმიჯის/მომსახურების სტანდარტის დაცვა და მომხმარებელთა მომსახურება;
** ფულადი ოპერაციების წარმოება ყველა ვალუტაში სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების და საჭიროების შესაბამისად მის სამუშაო ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** სრული საშუალო განათლება, (უმაღლესი განათლება საფინანსო ან ბუღალტრული განხრით ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად);