კამერების კონტროლის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კამერების კონტროლის ოპერატორი - ბათუმი
მომწოდებელი: europebet
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 17 დეკ
"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. ჩვენს მიზანსა და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შევქმნათ კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა "ბეთსონ ჯგუფს" ("Betsson Group"; დაფუძნებული შვედეთში, სათავო ოფისი განთავსებულია მალტაზე; ოფისები ასევე მდებარეობს სტოკჰოლმში, ტალინში, თბილისსა და ლონდონში). "ბეთსონ ჯგუფი" 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

კომპანია "ევროპაბეთი" ბათუმის სათამაშო აპარატების სალონში (სლოტ-კლუბი) აცხადებს ვაკანსიას კამერების კონტროლის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას.
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სათამაშო პროცესის დაკვირვება და კონტროლი;
** შიდა კონტროლის პროცესების მონიტორინგი;
** მოთამაშეების ქცევის და მათ მიერ თამაშის წესების დაცვის კონტროლი;
** სალაროში მიმდინარე პროცესების დაკვირვება და კონტროლი;
** სათამაშო დარბაზში კონფლიქტური და სხვა ინციდენტების დროული აღმოჩენა და პასუხისმგებელი პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** კონტროლის პროცესის შედეგების შესაბამისი ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** სრული საშუალო განათლება;
** სლოტების სალონში/სამორინეში კამერების მეთვალყურედ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
** სასურველია აზარტული თამაშების საფუძვლიან დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წარმატების მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** კარგი კომუნიკაციური უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კამერების კონტროლის ოპერატორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 დეკემბერი, 2017 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე