ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Sigma Group
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ
კომპანია "სიგმა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** თანამშრომლებისთვის და დირექტორებისათვის შეხვედრების ორგანიზება;
** სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
** წერილების მომზადება/თარგმნა;
** თანამშრომლების მივლინებების ორგანიზება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
** საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება;
** უშუალო ხელმძღვანელის/კოორდინატორის დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინიციატურობა და მოწესრიგებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე info@sigmagroup.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე