ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: სატრანსპორტო კომპანია
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით;
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენების, ინგლისურის და რუსულის მაღალ დონეზე ფლობა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე პროცესების ეფექტურად მართვა;
** სატრანსპორტო გადაზიდვების მთლიანი პროცესის დაგეგმვა და შემდგომი მონიტორინგი;
** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი კონტროლი;
** ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** რეპორტინგი.

პირობები:

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკონტაქტო ელფოსტა: commmanager.transco@client.jobs.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე