ტრანსპორტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრანსპორტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 2 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000-მდე მომხმარებელს 6500-მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის დაანგარიშება შიდა სააღრიცხვო სისტემაში;
** ავტომობილებისათვის საწვავის განაწილება შიდა სააღრიცხვო სისტემაში;
** თვის მანძილზე მოხმარებული საწვავის საგადასახადო ცხრილში მოქცევა;
** საგადასახადო ცხრილის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტების რეესტრის წარმოება;
** საგადასახადო სტანდარტების მიხედვით ავტომობილების რეესტრის შექმნა (წვის კოეფიციენტი და სხვა);
** საწვავის მარაგის კონტროლი და საწვავის შესყიდვა;
** მანქანის შენახვის ხარჯების რეესტრის წარმოება (რეცხვა, რემონტი, პროფილაქტიკური სამუშაო);
** სააღრიცხვო სისტემის გამართულად ფუნცქიონირების კონტროლი (GPS, რეპორტინგი, შიდა სისტემა და სხვა).

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსების, ლოჯისტიკის) მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების Windows - MS Word, MS Excel (პროფესიულ დონეზე), MS PowerPoint, MS Paint, internet-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრიორიტეტების განაწილების უნარი
** პრობლემების ანალიზისა და მათზე რეაგირების უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 30 დეკემბერი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე