ხაზინის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხაზინის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 2 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000-მდე მომხმარებელს 6500-მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის სპეციალისტის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: ხაზინისა და ტრანზაქციების მართვის განყოფილება.

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპის გადარიცხვების განხორციელება
** საბანკო ნაშთების კონტროლი
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი
** დავალიანებების კონტროლი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ეკონომიკური, საბანკო საქმე, ფინანასები ან ბიზნეს ადმინისტრირება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სფეროში
** MS Office-ის ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2017 წლის 30 დეკემბერი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე