ცვლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: კაზინო ავიატორი
გამოქვეყნდა: 2 დეკ / ბოლო ვადა: 2 იან
კაზინო "ავიატორი" აცხადების ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: თამაშების
მოახსენებს: კაზინო მენეჯერს

საჭირო უნარები:

** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა
** კარგი მეხსიერება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კაზინოს სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება ბიზნესის მიმართულებით ან შესაბამის სფეროში თანაბარღირებული სამუშაო გამოცდილება.
** ზედემხედველის, მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** გამართულად საუბარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პასუხისმგებელია, რომ გააკონტროლოს და უზრუნველყოს ყველა სათამაშო მაგიდაზე მაღალკვალიფიციური მომსახურება, კაზინოს სტუმრებთან და მოთაშეებთან მიმართებაში.
** ზედამხედველობა გაუწიოს სათამაშო მაგიდების ოპერაციებს და უზრუნველყოს, რომ კონკრეტული თამაშები წარმართული იყოს მაღალი პროფესიონალიზმით, რაც შეესაბამება კაზინო ავიატორის სტანდარტებს.
** მართოს მაგიდების თამაშების გუნდი, რაც მოიცავს მის ეფექტურ დაკომპლექტებას, უზრუნველყოს ახალი გუნდის წევრის განვითარება და ტრეინინგი.
** მჭიდროდ ითანამშრომლოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან და ახალი კადრების მოძიების, დასაქმების და გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების დროს.
** იცოდეს ყველა თამაშის პროცედურები, თამაშების დეპარტამენტის მიერ წარმოებული ყველა საფინანსო ოპერაციის ჩატარების პროცედურები.
** იცოდეს ყველა დისციპლინარული და ეთიკური ნორმა, დაიცვას ისინი და მათი დაცვა მოსთხოვოს ყველა ხელქვეითს.
** იცოდეს სხვა დეპარტამენტთან ურთიერთობის პროცედურები.
** ხელი შეუწყოს დისციპლინას, მკაცრად გააკონტროლოს თანამშრომლების სამსახურში დაგვიანება და გაცდენა.
** ითანამშრომლოს მონიტორინგთან, დაცვის სამსახურთან და სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობის პროცედურების შესაბამისობის მკაცრი დაცვით.
** ვალდებულია გაეცნოს და დეტალურად იცოდეს თამაშების დეპარტამენტის დებულება.
** კომპანიის კრიტერიუმების შესაბამისად, სტუმრებისგან მიღებული შენიშვნების განხილვა და მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
** შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულყოფილად გამოიძიოს მოთამაშეების და სტუმრების საჩივრები და დაადგინოს საჩივრების საფუძვლები.
** ზედამხედველობა გაუწიოს თანამშრომლების კალენდარულ დაგეგმარებას იმისთვის, რომ უზრუნველყოს თამაშების სწორი წარმართვა, რომ დააკმაყოფილოს სტუმრების მოთხოვნები და კაზინოს სტანდარტები.
** ვალდებულია დაიცვას და უზრუნველყოს უსაფრთხოების წესები და რეგულაციები, რაც გაწერილია კაზინოს სტანდარტებში, იმისთვის რომ უზრუნველყოს სტუმრების, მოთამაშეების და კაზინოს თანამშრომლების უსაფრთხოება.
** განიხილოს ყოველდღიური და ყოველკვირეული არღრიცხვა ცვლის მოხსენებებში - თანამშრომლების შემოსვლა/გასვლის, დისციპლინის და სხვა საკითხებთან მიმართებაში.
** მხარდაჭერა და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მარკეტინგულ ღონისძიებაში.
** სტუმრებისთვის და მოთამაშეებისთვის მაღალი დონის მომსახურების შემუშავება და შენარჩუნება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.casino@aviator.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე