კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 2 დეკ / განახლდა: 11 დეკ / ბოლო ვადა: 16 დეკ
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის კლიენტთა მომსახურებისას წარმოქმნილი საკითხებისა და პრობლემების გადაჭრაში დახმარების გაწევა;
** დღიური საბუთების შემოწმება-აღრიცხვა;
** სალარო და სავალუტო გადარიცხვების კონტროლი, შემოწმება, აღრიცხვა და მეორადი ავტორიზაცია.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირება)
** ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
** უნარი, ყურადღება მიექცეს დეტალებს, გააჩნდეს საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 16 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე