განყოფილების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 2 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განყოფილებაში შემოსული პაციენტების ფინანსური მართვა და სათანადო ანგარიშგების მომზადება.
** პაციენტებისა და ექიმების კოორდინაცია ფინანსურ და ადმინისტრაციულ საკითხებში.
** შესრულებული სამუშაოს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება დადგენილ ვადებში;
** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე მუშაობა;
** საჭიროების შემთხვევაში, გარე კონსულტანტი ექიმების მოწვევა, მათი კოორდინაცია; ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა.
** სხვადასხვა სამეურნეო საკითხების მოგვარება და შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლების ჩართვის უზრუნველყოფა სტრუქტურული ერთეულების ფარგლებში;
** სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@vivomedical.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 დეკემბერი.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე