ფილიალის მმართველი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მმართველი - რეგიონები
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 1 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
კომპანიის საქმიანობის სფეროა სხვადასხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვადაგადაცილებული, გაპრობლემებული სესხების დამუშავება, სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება. ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და კვალიფიციური სპეციალისტებით. აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ, შრომისმოყვარე ახალგაზრდებს ფილიალის მმართველის (მენეჯერის) პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: თელავი; გორი; ქუთაისი; ზუგდიდი.

მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
** კრედიტების კონტროლი;
** მსესხებლებთან სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა;
** საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ ადგილზე გასვლა;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.
** ფილიალის მართვა;
** დისციპლინის შენარჩუნება და თანამშრომელთა სამსახურში დასწრების კონტროლი;
** გუნდის დაკომპლექტება მინიმუმ 8 კაციანი ჯგუფით;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პირველობისკენ სწრაფვა;
** დარწმუნების უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (სასურველია - იურიდიული, საბანკო ან საფინანსო განხრით)
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
** უპირატესობა მიენიჭება კადრებს რომელსაც აქვთ გამოცდილება მსგავს სფეროში.
** ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-საათიდან 18:00-საათამდე. შაბათი: 10:00-საათიდან 14:00-საათამდე

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ, როგორც ფიქსირებულ, ასევე მაღალი ბონუსური სისტემით ანაზღაურებას, ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს; ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატიურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: problemassetsdepartment@gmail.com და "Subject" (სათაურის) ველში მიუთითეთ რეგიონის დასახელება, რომელ რეგიონშიც გსურთ დასაქმება.

წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე