ექსპორტის განვითარებისა და ბიზნეს კლასტერინგის მხარდაჭერა
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექსპორტის განვითარებისა და ბიზნეს კლასტერინგის მხარდაჭერა
მომწოდებელი: GIZ
გამოქვეყნდა: 1 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ
თანდართული ფაილი: 160032-giz.zip
ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 15.12.2017 -ის 12:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. გთხოვთ დანომროთ კონვერტები: 1 კონვერტში მოათავსოთ საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება. შინაარსობრივი შემოთავაზება მოგვაწოდეთ დამატებით CD დისკზე.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ შინაარსობრივ ნაწილში არ უნდა დაფიქსირდეს მინიშნების სახითაც კი საფასო ნაწილი (მაგ. პროექტის ღირებულება და ა.შ), ასევე გაითვალისწინეთ, რომ საფასო ნაწილი უნდა იყოს დაფიქსირებული ეროვნულ ვალუტაში.

შემოთავაზებები მოგვაწოდეთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ-ს 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

** სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი)
** ტენდერის დასახელება: Export Development and Business Clustering Support Tender
** ექსპორტის განვითარებისა და ბიზნეს კლასტერინგის მხარდაჭერა
** წარწერა "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 13.2144.7-008.00, აგრეთვე ნომერი 83275994 და დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

ქალბატონ ეთერ კონჯარიას
Eteri.konjaria@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 22.12.2017 -სთვის.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე