გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ
გამოქვეყნდა: 1 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია "აი სი არ ტრეიდი" ევროპული ბრენდების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარებისა იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს როგორიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, , კორსო იტალია, ოკაიდი, ჟაკადი, პარფოისი. დღეისათვის კორპორაცია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა;
** საქონლის განთავსება დარბაზში დადგენილი წესის შესაბამისად;
** საქონლის განთავსება საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
** საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული. გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@icr.ge 30 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ თემის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე