ფილიალის მენეჯერი, მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მენეჯერი, მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 1 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ფილიალის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა.
** ფილიალში მომსახურების სტანდარტისა და დისციპლინის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა.
** მომსახურებისა და რეალიზაციის გაზრდაზე ყოველდღიური ზრუნვა;
** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა. ორიენტირება კლიენტების კმაყოფილებაზე
** რეპორტინგი დაგეგმილ აქტივობებზე, მიმოხილვებზე, ანალიზებზე - უშუალო ხელმძღვანელებთან
** თითოეული დღის ბოლოს შესრულებული სამუშაოს მიმოხილვა-ანალიზი
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება, სწორი დელეგირება, დროის სწორად განაწილება
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** მიმდინარე პროცესების მართვა, მოტივირება, რეპორტინგი;

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული თვისებები; გუნდის მართვის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული ხედვა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლისა.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია მერჩენდაიზერული ხედვა.

2. მერჩენდაიზერი

მოთხოვნები:

** პროდუქციის ჯგუფების ზონირება, პროდუქციის განლაგების სქემების დეტალიზაცია და კორექტირება, პროდუქციის განლაგების კონტროლი.
** პროდუქციის ასორტიმენტის სეგმენტირება, ობიექტის გაფორმებაზე ზრუნვა.
** პროდუქციის განლაგების სქემების შედგენა და მათი რეგულარული განახლება;
** სავაჭრო სივრცის და თაროების ეფექტურად გამოყენების ანალიზი და კონტროლი;
** პროდუქციის სავაჭრო სივრცეში გამოტანის კონტროლი;
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის პრინციპების ეფექტურობის ანალიზი;
** გონდოლა ხედების დაგეგმარება და კონტროლი.
** შოურუმში პროდუქციის განლაგება სტანდარტის მიხედვით.

წარმატებულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2 წელი
** უმაღლესი განათლება
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** სხარტი აზროვნება.
** გუნდური მუშაობის გამოცდილება.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მოთხოვნებს, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@chita.ge და თემის სათაურში მიუთითეთ პოზიცია რომელზეც აგზავნით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე