კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 1 დეკ / ბოლო ვადა: 1 იან
თანდართული ფაილი: 160012-amboli-app.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ;
** სიახლეების ადვილად ათვისება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების განხორციელება;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
** სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა;
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
** 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება (I თვე - 200 ლარი, II თვე - 400 ლარი, III თვე - 600 ლარი). სტაჟირების დასრულების შემდეგ (IV თვიდან) ანაზღაურება - 600 ლარი + ბონუსი; 1 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ - 700 ლარი + ბონუსი; 2 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ 800 ლარი + ბონუსი;
** დაწინაურების პერსპექტივა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** დაზღვევა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 1 იანვარი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: konsultant@motorstar.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე