ინკასატორი - აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინკასატორი - აჭარა
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 1 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000 - მდე მომხმარებელს 6500 - მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას აჭარის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: აჭარის რეგიონი

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** ტერმინალის ტექნიკურად გამართვა
** ტერმინალის ინკასირება
** თანხის ბანკში შეტანა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზოციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია უძრავი ქონების უზრუნველყოფა
** მართვის მოწმობა (ბ კატეგორია)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის კარგი უნარი
** ორგანიზებულობა
** დატვირთულ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 30 დეკემბერი

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონეცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე