იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 30 ნოე / ბოლო ვადა: 28 დეკ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს იურისტის (შტატგარეშე სპეციალისტი) ვაკანსიას ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილებაში.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების ამოცანაა: საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ვაჭრობის სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო სუბიექტების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების საქმიანობაზე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელება;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო სუბიექტების მიმართ დაწესებული მოთხოვნების შესრულების შემდგომი მონიტორინგი;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების ანალიზი;
** მონაწილეობა მიღება შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია საფინანსო სექტორში/ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო სუბიექტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
** ნორმატიული აქტების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი,
** მიზანდასახულობა,
** თვითგანვითარების სურვილი,
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი,
** შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ხელფასი: 2580 ლარი (დარიცხული).

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2017 წლის 28 დეკემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე