იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 30 ნოე / ბოლო ვადა: 21 დეკ
სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 167 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 2700-ს გადააჭარბა.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikoraholding.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ უცხოელ პარტნიორებთან საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკების წარმოება და პირობების შეთანხმება;
** შესყიდვის პროცესისათვის სავალდებულო დოკუმენტაციის მომზადება და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ტრანსპორტირების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, ოპტიმალური ვარიანტების მოძიება;
** შესყიდული პროდუქციის დატვირთვისა და მიღების პროცესების კონტროლი;
** მარაგების და ნაშთების ყოველდღიური კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ლოჯისტიკის ან იმპორტის სფეროში გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 21 დეკემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@nikoratrade.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე