სტაჟირება საცალო დაკრედიტების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება საცალო დაკრედიტების მიმართულებით
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 30 ნოე / ბოლო ვადა: 16 დეკ
სს "ტერაბანკი" აცხადებს სტაჟირებას საცალო დაკრედიტების მიმართულებით.

ტერაბანკი - ყველაზე განსხვავებული კონცეფციის მქონე ბანკია ქართულ საბანკო ბაზარზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს და საცალო მომსახურების სეგმენტს უმაღლეს საბანკო სტანდარტს სთავაზობს.

ტერაბანკში სტაჟირების მიზანია მოტივირებული კანდიდატების მოძიება, მათი სწავლება და ბანკის პოტენციურ კადრებად გაზრდა. სტაჟიორებისთვის სპეციალურად შემუშავებულია პროგრამა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლების კურსები, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს განვითარდნენ პროფესიულად, მიიღონ გამოცდილება და მათგან წარმატებულები დასაქმდნენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა
** შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით
** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** თეორიული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკული სტაჟირება ანაზღაურებადია.

სტაჟიორის შერჩევა ხდება კონკურსის წესით - ჯგუფური გასაუბრების, ტესტირებისა და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.
ტესტი მოიცავს ზოგადი უნარების ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილს.

დაინტერესებულმა პირებმა 16.12.2017-ის 18:00 სთ-მდე უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: HR@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისთვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე