პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 30 ნოე / ბოლო ვადა: 30 დეკ
"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ვაკანსიის დასახელება: პრომოუტერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 500-დან 700 ლარამდე

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 (ერთი) წელი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაციების ხელშეწყობა
** პროდუქტის დეგუსტაციების ჩატარება
** თაროებზე კომპანიის პროდუქციის განთავსება და ვადების კონტროლი
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება
** მაღაზიაში შესული საქონლის მოცულობის კონტროლი
** კომპანიის ინფორმირება პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების ან პრობლემების შესახებ (არსებობის შემთხვევაში)
** მომხმარებლის აზრის მოძიება პროდუქციასთან დაკავშირებით
** ყოველკვირული მოხსენებების მომზადება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე