მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 30 ნოე / ბოლო ვადა: 20 დეკ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო-ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით)
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება და სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და სამუშაოს ზუსტად შესრულების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 20 დეკემბრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე