მიმღები ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმღები ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 30 ნოე / ბოლო ვადა: 20 დეკ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ოპერატორის პოზიციაზე.

მისამართი:
1. თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 5
2. კახეთის გზატკეცილი 63 ("პეპელა")

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვის ცენტრში სატრანსპორტო საშუალებების მიღება და მათი საჭიროებების დადგენა;
** ავტოსერვისისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა და ფასების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
** შესრულებული სამუშაოების დასრულების შესახებ, მომხმარებლების ინფორმირება.

პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ავტომობილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
** რუსულისა და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე