სერტიფიცირებული ექიმების გადამზადება - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერტიფიცირებული ექიმების გადამზადება - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 29 ნოე / განახლდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს მიღებას სერტიფიცირებული ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების სასწავლო პროგრამაში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია:

სერტიფიცირებული ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების სასწავლო პროგრამა:

** პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ მხატვარი
** სწავლების ლოკაცია: თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, თელავი
** აკრედიტირებული დაწესებულება: სამედიცინო კორპორაცია ევექსი - თბილისის ამბულატორიული ცენტრი
** აფილირებული დაწესებულებები: ბათუმის რეფერალური საავადმყოფო, ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო, ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქ. ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, თელავის სამედიცინო ცენტრი, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
** ადგილების რაოდენობა: 61
** პროგრამის ხანგრძლივობა: 940 საათი (6 - 9თვე)

სწავლა განხორციელდება სამუშაო საათების შემდეგ.

კანდიდატების დასაქმება განიხილება შემდეგ ქალაქებში:

** თბილისი
** ბათუმი
** ქობულეთი
** ქუთაისი
** თელავი

კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირები შემდეგ სპეციალობებში:

1. შინაგანი მედიცინა
2. ალერგოლოგია-იმუნოლოგია
3. კარდიოლოგია
4. გასტროენტეროლოგია
5. ენდოკრინოლოგია
6. ინფექციური სნეულებები
7. ფთიზიატრია-პულმონოლოგია
8. ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა
9. ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
10. რევმატოლოგია
11. ნეფროლოგია
12. კურორტოლოგია
13. დერმატოვენეროლოგია
14. ნევროლოგია
15. პედიატრია
16. ნეონატოლოგია
17. ბავშვთა ნევროლოგია
18. ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგი
19. ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია;
20. ბავშვთა გასტროენტეროლოგია
21. ბავშვთა ენდოკრინოლოგია
22. ბავშვთა ინფექციონისტი
23. ბავშვთა ნეფროლოგია
24. ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია;
25. ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
26. ბავშვთა გადაუდებელი დახმარება
27. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
28. ბავშვთა ქირურგია
29. ზოგადი ქირურგია
30. პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
31. სისხლძარღვთა ქირურგია
32. პროქტოლოგია
33. მეანობა-გინეკოლოგია
34. რეპროდუქტოლოგია
35. კარდიოქირურგია
36. ნეიროქირურგია
37. უროლოგია
38. ოტორინოლარინგოლოგია
39. ოფთალმოლოგია
40. ორთოპედია/ტრავმატოლოგია
41. გადაუდებელი მედიცინა
42. კლინიკური ტოქსიკოლოგია
43. კლინიკური ონკოლოგია
44. ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი
45. ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი
46. ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმი

კონკურსში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კანდიდატი სავალდებულოა იყოს სერტიფიცირებული ექიმი ზემოთ მითითებული სპეციალობებიდან ერთ-ერთში;
** კანდიდატს სავალდებულოა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებას სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში, გარდა სპეციალობებისა - ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი, ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი, ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმი (აღნიშნულ სპეციალობებში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება)

სპეციალური პირობები:

** კურსის ჯამური ღირებულება: 2200 ლარი;
** საექიმო სპეციალობაში "საოჯახო მედიცინა" სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემთხვევაში კანდიდატს მიენიჭება პრიორიტეტი, რომ დასაქმდეს სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში.

წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
** სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში საექიმო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ავტობიოგრაფია/CV;
** პირადობის მოწმობის ასლი.

ზემოთ აღნიშნული წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის გამოსაგზავნად გადადით ლინკზე: https://evex.ge/ge/career/diplomisshemdgomi-mzadeba/sertificirebuli-eqimebis-gadamzadeba/sertificirebuli-eqimebis-gadamzadeba2.page

დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 დეკემბერი .
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე