კურსი - მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები/MS SQL Server
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები/MS SQL Server
მომწოდებელი: UG IT Academy
გამოქვეყნდა: 29 ნოე / ბოლო ვადა: 29 დეკ
"UG IT Academy" გთავაზობთ მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს - მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL SERVER).

კურსის მიზანია

განსაზღვროს მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა MS SQL Server ძირითადი კომპონენტები. აღწეროს SQL ენის ოპერატორები და სტრუქტურები. ჩამოაყალიბოს რელაციური მონაცემთა ბაზების აგების პრინციპები. ააგოს მონაცემების შერჩევის ოპერატორები MS SQL Server-ში რეალიზებული Transact SQL-ის გამოყენებით. გაანალიზოს რეალური ამოცანა და MS SQL Server-ში ააგოს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

თემატიკა:

** მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა MS SQL Server 2012 ინსტალაცია, ზოგადი მიმოხილვა და მისი ვერსიები, MS SQL Server 2012 მართვის ვიზუალური გარემო MS SQL Server Management Studio. /2 სთ/
** ცხრილების შექმნა, პირველადი და გარე გასაღებები, მონაცემთა ტიპები, მონაცემთა ბაზის ნორმალიზაცია. რელიაციური მონაცემთა ბაზის ცხრილებს შორის მიმართებები: ერთი-მრავალთან, ერთი-ერთან და მრავალი-მრავალთან. მონაცემთა ბაზის დიაგრამა. ცხრილებს შორის მიმართებების დათვალიერება და შეცვლა. /2 სთ/
** კონსტრუქციები SELECT, FROM, WHERE, ORDER BY, DISTINCT, SELECT TOP. /2 სთ/
** ხედის (View) არსი, მარტივი ხედების შექმნა და მოდიფიცირება. /2 სთ/
** მრავალცხრილიანი მოთხოვნები, ცხრილების შეერთებები: შიდა, გარე და სრული შეერთებები. მონაცემთა დაჯგუფება, ჯგუფების ამორჩევა, ჯგუფური ფუნქციების გამოყენება SQL ოპერატორებში. კონსტრუქციები GROUP BY, HAVING, ფუნქციები SUM, AVG, MIN, MAX, COUNT, COUNT_ BIG. /2 სთ/
** მონაცემთა ბაზაში მონაცემების დამატება-კონსტრუქცია INSERT, ახალი ცხრილის შექმნა-კონსტრუქცია SELECT INTO, რედაქტირება-კონსტრუქცია UPDATE, წაშლა-კონსტრუქცია DELETE, TRUNCATE, ცხრილის წაშლა-კონსტრუქცია DROP. /2 სთ/
** რამდენიმე ცხრილზე და ქვემო თხოვნაზე დაფუძნებული რთული ხედები, ხედების შეცვლა, გადარქმევა, წაშლა. ინდექსირებული ხედები. პროცედურები, მათი შექმნა Query Builder ან Transact SQL-ის გამოყენებით, ცვლადები, განშტოებების ორგანიზაცია, კონსტრუქციები IF...ELSE, BEGIN…END. ჭდეები, კონსტრუქციები GOTO, RETURN, CASE. ციკლი და მისი კონსტრუქცია WHILE. /2 სთ/
** პარამეტრების გამოყენება პროცედურებში. მონაცემების ჩამატება, შეცვლა და წაშლა პროცედურების გამოყენებით. პროცედურები და ტრანზაქციები. /2 სთ/
** ახალი ფუნქციების შექმნა და გამოყენება. ტრიგერები (Triggers), მათი შექმნა და გამოყენება. /2 სთ/
** მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა MS SQL Server-ში, მომხმარებლის იდენტიფიკაციის სახეები, Windows და MS SQL Server მომხმარებლის დამატება და მონაცემთა ბაზასთან მუშაობის უფლების მინიჭება, ჯგუფის დამატება, ჯგუფის შექმნა. უფლებების სახეები, უფლებების ადმინისტრირება, ცხრილთან, ხედთან და პროცედურასთან მუშაობის უფლებები. /2 სთ/

კურსის ღირებულება: 300 ლარი (20 საათი)
სწავლა დაიწყება 15 იანვარს

კურსზე დასარეგისტრირებლად იხ. ბმული: http://itacademy.ug.edu.ge/ ან დაგვიკავშირდით: itacademy@ug.edu.ge

ტელ:599 637 947
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე