კურსი - Oracle-ის მონაცემთა დაპროგრამების ენა PL/SQL
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - Oracle-ის მონაცემთა დაპროგრამების ენა PL/SQL
მომწოდებელი: UG IT Academy
გამოქვეყნდა: 29 ნოე / ბოლო ვადა: 29 დეკ
"UG IT Academy " გთავაზობთ მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს - Oracle-ის მონაცემთა დაპროგრამების პროცედურული ენა PL/SQL.

კურსის მიზანია

კურსის მიზანია მისცეს სტუდენტს Oracle -ის მონაცემთა და პროგრამირების პროცედურული ენა -PL/SQL-ის სიღრმისეული ცოდნა, შეასწავლოს სტუდენტს მწარმოებლურობის თვალსაზრისით ოპტიმალური პროგრამული კოდის შექმნისათვის საჭირო პროგრამული კონსტრუქციები.

დაეხმაროს სტუდენტს მიიღოს გაღრმავებული ცოდნა PL/SQL -ის მოწინავე და ახალი საშუალებების გამოსაყენებლად, გააცნოს სტუდენტს PL/SQL -ის ობიექტზე ორიენტირებულ მიდგომებზე და დიზაინზე დაფუძნებული პროგრამული კოდის შექმნის ფუნდამენტური საკითხები. მისცეს სტუდენტს პროგრამული პაკეტების გამოყენებით მოდულური აპლიკაციების შექმნის სიღრმისეული ცოდნა.

თემატიკა:

** შესავალი დაპროგრამების ენა PL/SQL -ში. პროგრამული კოდის შექმნა დაპროგრამების გარემოში (PL/SQL Developer), უსახელო პროგრამული ბლოკები, PL/SQL -ის საფუძვლები /2 სთ/
** PL/SQL პროგრამის სტრუქტურა, პირობითი ოპერატორები და გადასვლები, ციკლები. შეცდომების და განსაკუთრებული შემთხვევების დაჭერა და მათი დამუშავება, მომხმარებლის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევები./4 სთ/
** მონაცემებთან მუშაობა PL/SQL პროგრამებში, მონაცემთა სხვადასხვა ტიპები, რიცხვითი, სტრინგ ტიპის, თარიღის მონაცემთა ტიპები ჩანაწერის ტიპის მონაცემები, კოლექციები და მათთან მუშაობა, /4 სთ/
** ტრანზაქციულობა და ტრანზაქციების მართვა, ამორჩევის ბრძანებები, დინამიური SQL და PL/SQL /2 სთ/
** მონაცემთა ბაზის კურსორები, პარამეტრიზირებული კურსორები და მათი გამოყენება PL/SQL -ის პროგრამულ კონსტრუქციებში /2 სთ/;
** აპლიკაციების შექმნა PL/SQL -ში, პროცედურები და ფუნქციები, პარამეტრების გამოყენება და მათი გადაცემის რეჟიმები, პაკეტები და მათთან მუშაობა. /2 სთ/
** ტრიგერების სხვადასხვა ტიპები Oracle-ის მონაცემთა ბაზებში, PL/SQL პაკეტების მართვა /2 სთ/
** PL/SQL აპლიკაციების ოპტიმიზაცია და მათი მწარმოებლურობის გაზრდა, შეტანა გამოტანის ოპერაციები PL/SQL -ში /2 სთ/
** PL/SQL -ის უსაფრთხო კოდის შექმნის პრინციპები. DBMS_SQL და DBMS_ASSERT პაკეტების გამოყენება /2 სთ/
** PL/SQL-ის არქიტექტურა, გლობალიზაცია და ლოკალიზაცია PL/SQL-ში. /2 სთ/
** ობიექტ-ორიენტირებული მიდგომა PL/SQL-ში. Java პროგრამების გამოძახება PL-SQL-დან, გარე პროცედურების გამოძახება /2 სთ/

კურსის ღირებულება: 500 ლარი (30 საათი)
სწავლა დაიწყება 15 იანვარს

კურსზე დასარეგისტრირებლად იხ. ბმული: http://itacademy.ug.edu.ge/ ან დაგვიკავშირდით: itacademy@ug.edu.ge

ტელ: 599 637 947
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე