კურსი - Oracle-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - Oracle-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება
მომწოდებელი: UG IT Academy
გამოქვეყნდა: 29 ნოე / ბოლო ვადა: 29 დეკ
UG IT Academy გთავაზობთ მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს Oracle-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება.

კურსის მიზანია:

კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტს Oracle -ის მონაცემთა ბაზის არქიტექტურა რომელიც მოიცავს როგორც მონაცემთა ბაზის ფიზიკურ და ლოგიკურ სტრუქტურებს ასევე ორაკლის მონაცემთა ბაზის ეგზემპლიარის (Oracle Instance) მიერ ოპერატიული მეხსიერების გამოყენების პრინციპებს.

კურსი განიხილავს ორაკლის მონაცემთა ბაზის უსაფრთხოების საკითხებს რომელიც მოიცავს ერთის მხრივ მომხმარებლებისა და მათი უფლებების მართვას ხოლო მეორეს მხრივ მონაცემთა ბაზის აუდიტს. კურსში ასევე განხილულია Oracle -ის მონაცემთა ბაზის ტრანზაქციები და მათი მართვის მექანიზმები, ასევე მოყვანილია ტრანზაქციების ბლოკირებისა და ბლოკირებებისგან თავის არიდების მექანიზმები. კურსის ფარგლებში განხილულია ამორჩევის -select და დაჯგუფების group by ფუნქციები.

თემატიკა:

** შესავალი Oracle -ის რელაციური მონაცემთა ბაზის მართვის სისტემაში ( Oracle RDBMS), მისი შემადგენლობა და მახასიათებლები, მართვის საშუალება SQL* Plus, შესავალი /SQL -ში /2 სთ/
** Oracle -ის მონაცემთა ბაზის ფუნქციები და მათი გამოყენება (Using Single-Row Functions) მონაცემთა კონვერტაციის ფუნქციები, დაჯგუფების და აგრეგაციის (group by) ფუნქციები. სუპერ აგრეგაციის ფუნქციები - CUBE and ROLLUP /3 სთ/
** ცხრილების შეერთებისა და დაკავშირების ბრძანებები (JOINS), რამდენიმე ცხრილიდან ამორჩევის ბრძანებები inner joins, Cartesian joins და outer joins ბრძანებები. SET ოპერატორები UNION, UNION ALL INTERCEPT, ჩადგმული ამორჩევის ბრძანებები /3 სთ/
** მონაცემთა ცვლილების ბრძანებები (DML Statements) Insert, Update, Delete და Merge ბრძანებები. ტრანზაქციების კონტროლი: Commit, Rollback და Savepoint ბრძანებები. ცხრილებისა და ცხრილებზე არსებული შეზღუდვების შექმნა. პირველადი და გარე გასაღებები. შეზღუდვების მართვა/2სთ/
** მონაცემთა ბაზის კურსორები, პარამეტრიზირებული კურსორები და მათი გამოყენება PL/SQL -ის პროგრამულ კონსტრუქციებში /2 სთ/;
** ორაკლის მონაცემთა ბაზის - Oracle 12c შემადგენელი კომპონენტები და არქიტექტურა, მომხმარებლების და სერვერული პროცესები /2 სთ/;
** Oracle-ის მონაცემთა ბაზის შექმნა, ფიზიკური და მეხსიერების სტრუქტურების მართვა ტრანზაქციების მართვა /2 სთ/
** Oracle-ის მონაცემთა ბაზის ქსელური არქიტექტურა, მრავალდონიანი არქიტექტურა (n-tier architecture) /3 სთ/
** Oracle-ის მონაცემთა ბაზის მომხმარებლებისა და მათი უფლებების მართვა, მონაცემთა ბაზის აუდიტის წარმართვა /2 სთ/
** მონაცემების რეზერვირება და აღდგენა (Database Backup and Recovery). /4 სთ/
** მონაცემთა ბაზაში გამოყენებული რესურსების მონიტორინგი და კონტროლი, მონაცემთა ბაზის ვერსიის განახლება /3 სთ/
** ორაკლის გრიდ ინფრასტრუქტურა და მონაცემების გადაცემის მექანიზმები /3 სთ/

კურსის ღირებულება: 500 ლარი (30 საათი)
სწავლა დაიწყება 15 იანვარს

კურსზე დასარეგისტრირებლად იხ. ბმული: http://itacademy.ug.edu.ge/ ან დაგვიკავშირდით: itacademy@ug.edu.ge

ტელ: 599 637 947
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე