გაყიდვების აგენტი - იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი - იმერეთი
მომწოდებელი: ნარცისი საკონდიტრო
გამოქვეყნდა: 29 ნოე / ბოლო ვადა: 29 დეკ
საკონდიტრო კომპანიას "ნარცისი" ესაჭიროება 20-დან 35 წლამდე მამაკაცები გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე იმერეთის რეგიონში.

მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა;
** კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
** საკუთარი ავტომობილი.

მოვალეობები:

** ორიენტირებული იყოს გაყიდვების ზრდაზე;
** თანხების ამოღების, პროდუქციის დალაგების, პროდუქციის დაბრუნების და სხვა კონტროლი.
** მაქსიმალურად სრული ასორტიმენტის შეთავაზება ობიექტისთვის თანმიმდევრულად,
** სამუშაო პირობების შესაბამისად წინა ვიზიტისას დატოვებული თანხის კონტროლი.
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
** ობიექტებთან არსებული ფინანსური პრობლემების მოგვარება,
** ახალი სავაჭრო ობიექტის დროულად ათვისება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

1. ანკეტების/რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

წარმატებულად გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ 1 თვიანი ხელშეკრულება საგამოცდო პერიოდით. საგამოცდო პერიოდის შემდეგ ხელფასი განისაზღვრება რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: kaxameparishvili@mail.ru (CV ფოტო-სურათის გარეშე არ განიხილება, ელ. ფოსტის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე