რესტორნის მენეჯერი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რესტორნის მენეჯერი - მცხეთა
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 29 ნოე / ბოლო ვადა: 30 დეკ
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე ქ. მცხეთაში რესტორანში "ქართული ღვინის პალატა".

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** რესტორანში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** რესტორნის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი.
** რესტორნის სერვისის ხარისხის კონტროლი
** რესტორნის სწორი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება.
** რესტორნის საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი.
** ადმინისტრაციული პროცედურების დაცვა და განხორციელება.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ktw.ge 2017 წლის 30 დეკემბრამდე.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე