კრიპტოვალუტის და ბლოკჩიენის საბაზო კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კრიპტოვალუტის და ბლოკჩიენის საბაზო კურსი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 29 ნოე / ბოლო ვადა: 29 დეკ
პრიველად საქართველოში, მხოლოდ ჩვენთან!

"კრიპტოვალუტის და ბლოკჩიენის საბაზო კურსი - რა უნდა ვიცოდეთ ახალ ტექნოფინანსურ სამყაროში"

კურსის მიზანი:

** მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენად დიდი უპირატესობა გააჩნია ელექტრონულ და კრიპტოფულს, ჩვეულებრივ ფიატურ ვალუტებთან;
** ავუხსნათ კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საბაზო მცნებები, Bitcoin, Ethereum, Bitcoin Gold, Zcash -ს და სხვა ვალუტების მაგალითზე;
** გავაცნოთ ძირითად კრიპოტვალუტების მოპოვება/დაგროვების მექანიზმები;
** შევასწავლოთ საბაზო წესები, როგორ დაიცვან თავი არაკეთილსინდისიერი ე.წ. "HAIP" პროექტებში "ინვესტიციებისგან";
** გავათვიცნობიეროთ რა მექანიზმებია ჩადებული კრიპტოვალუტის ფასწარმოქმნასა და მოთხოვნის შექმნისას;
** გავაცნოთ მაინინგის (კრიპტო-ფულის) წარმოების პრინციპებს და მის ეკონომიკური ეფექტურობას;
** ვასწავლოთ კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანუ trading-ის საბაზო მცნებები, სავაჭრო პლატფორმების განხილვა და კლასიფიკაცია;

კურსის თემატიკა:

კრიპტოვალუტის და მისი განუყოფელი ტექნიკური ბაზის Blockchain-ის როგორც ახალი ფინანსური ინსტრუმენტის, მზარდი ინვესტიციის საშუალება, რევოლუციური ტექნოლოგიის, ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება საერთაშორისო ბიზნესში. სმარტკონტრაქტების ინტეგრაცია ახალ კრიპტოსამყაროში, მისი იურიდიული და ფინანსური ასპექტები

კურსდამთავრებულის უპირატესობა:

** სწორი ინვესტიციების გაკეთება სხვადასხვა მიმართულებით, მაინინგი, ტრეიდინგ, გრძელვადიანი კრიპტო-პორტფელის შექმნა.
** განასხვავებენ ძირითადი კრიპტოვალუტები, მათი სპეციფიკის და დანიშნულების მიხედვით.
** შეძლებენ მაინინგის (კრიპტოფულის წარმოების) ფუნდამენტურ მცნებებში გარკვევას და საკუთარი მცირე საწარმოების ე.წ. "ფერმების" შექმნას.
** შეძლებენ ბირჟებზე ვაჭრობის დაწყებას და Trading-ის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას.
** ექნებათ ძირითად ინფორმაციასთან წვდომა, მსოფლიოში უახლესი ფინასურ - ტექნოლოგიური სიახლეების და ახალი startup ბიზნესების შესახებ.

კურსი მოიცავს: 8 ლექციას (1,5 სთ)
ჯგუფი შედგება არანაკლებ: 5 მსმენელისგან
კურსის ღირებულება: 390 ლარი
იჩქარეთ: პირველი 3 მსმენელი ისარგებლებს ფასდაკლებით
მხოლოდ 350 ლარად შეძლებს კურსის დასრულებას (ფასში შედის სერტიფიკატიც).

ლექციებს უძღვება: ალეკო სუდაძე, Bitcoin Embassy Georgia -ს დამფუძნებელი, კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინის წამყვანი სპეციალისტი.

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 237 19 39; 593 61 82 12; 551 196 110;
ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/pages/VIP-Intellect-Group
http://www.vipintellect.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე