ლიზინგის პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლიზინგის პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 29 ნოე / ბოლო ვადა: 29 დეკ
სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" გამოირჩევა მაღალკვალიფიციური, ერთი ხედვის მქონე და მიზნისკენ შეუჩერებლად მიმავალი შეკრული გუნდით, რომლის წევრიც შენც შეიძლება გახდე! შენ გელის კომპანია, რომელიც ზრუნავს გუნდის წევრების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე და კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე. რაც მთავარია, სამუშაო გარემო კომპანიაში მუდმივად დინამიურია: "თიბისი ლიზინგი" სისტემატიურად ავითარებს ახალი პროდუქტებს და მიმართულებებს - შემოგვიერთდი და გაგვიზიარე შენი იდეები!

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე:

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
სახელფასო განაკვეთი: ხელზე ასაღები 1,200 ლარი (პლიუს ბონუსი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ფინანსურ ინსტიტუტში;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft office ფლობა მაღალ დონეზე (Excel, Word);
** ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
** დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
** დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება; მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
** სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცება;
** საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა;
** ლიზინგის ხელშკერულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციის და ცვლილების მართვა, პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი.
** სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

შერჩევის მეორე ეტაპი - ტესტირება ფინანსებში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე