სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 29 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია პრემიუმი".

ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო, 2017 წლიდან წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვა ქალაქებში.

კომპანიის ზრდასთან ერთად კომპანია "გორგია" იწყებს ახალი თანამშრომლების მიღებას და აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
** ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების მართვა
** რესურსების სწორად განაწილება
** მშენებლობის ხარისხის კონტროლი
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურის ან სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით)
** მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება სამშენებლო კომპანიაში
** ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა

გთხოვთ, 15 დეკემბრამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე