გაყიდვების ოფიცერი - საგარეჯო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი - საგარეჯო
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 28 ნოე / ბოლო ვადა: 12 დეკ
სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ბანკის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

ჩვენ ვეძებთ: ახალგაზრდა, მოტივირებულ, ახალკურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, ეკონომიკური, ფინანსური ან შესაბამისი სპეციალობით, რომელთაც აქვთ სურვილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პტაქტიკაში.

თანამდებობა: გაყიდვების ოფიცერი
სამუშაო ადგილი: საგარეჯო (კახეთი)

აუცილებელი მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო/საფინანსო მიმართულებით;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** კრედოს პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება კონტრაქტორ მაღაზიებში;
** კლიენტისათვის საგანვადებო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტისათვის პროდუქტის დადებითი მახასიათებლების გაცნობა;
** ინვოისის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალის ადმინისტრატორისათვის რეგისტრირებული ინვოისების მიწოდების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით აქციებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულებაში დახმარების გაწევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 12 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე